Dil Hakları İzleme Belgeleme ve Raporla Ağı (DHİBRA) bileşeni 99 örgüt, kurum, platform, 21 Şubat Dünya Anadili Günü dolayısıyla Türkiye'de var olan 19 anadil ile ilgili taleplerini duyurdu.
Rapordaki diğer 18 anadili için tıklayın
Açıklamanın Gürcücesi şöyle:
იუნესკოს მიერ 1999 წლის 17 ნოემბერს, 21 თებერვლის მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ მშობლიური ენის მნიშვნელობას და 2021 წლის 21 თებერვალს ვერთიანდებით ჩვენ-ჩვენი მოთხოვნების გამოხატვის მიზნით!
თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან გამოჩენილი ინტერესი და ენათა სიმრავლის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის ნება, თავად თურქეთის კულტურულ სიმდიდრეს წარმოადგენს. სხვა ენებისა და ხალხებისადმი ტოლერანტული მიდგომა კი მშვიდობიან გარემოში, ერთმუშტად თანაცხოვრებას განაპირობებს.
ენობრივი უფლებების შენარჩუნების წინაშე არსებული ბარიერების აღმოფხვრა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის. ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, როგორც სახელმწიფოს ასევე საზოგადოებასა თუ კერძო პირებს.
მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროება იმ კერძო პირებსა თუ ინსტიტუტებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ენების და ასვე თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ენათა მრავალფეროვანების გადარჩენისათვის! აუცილებელია მოხდეს ამგვარი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, ორგანიზაციებისა თუ უბრალოდ კერძო პირთა დაფასება, მათი, ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილის აღიარება.
როგორც ენის უფლებების მონიტორინგის მაწარმოებელი, მრავალენოვანი ასოციაციების კოალიციური გაერთიანება თურქეთში (DHİBRA) ვაცხადებთ რომ:
1)აუცილებელია იურიდიული და ადმინისტრაციული მიდგომა, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს მშობლიური ენის სწავლებისა და მისი საზოგადოებრივ სფეროში გამოყენების მექანიზმების დაგეგმვას, რიგი საჭირო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ბარიერების შექმნისა და წინააღმდეგობების გარეშე.
2) გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები-გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ენების დასაცავად, ყოველგვარი მხარდაჭერა აღმოეჩინოს ამ საკითხზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა თუ არასამთავროებო ორგანიზაციებს.
3) გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებსა თუ ინსტიტუტებში სხვადასხვა ხალხების მშობლიურ ენათა განვითარებისთვის შექმნილი ფაკულტეტების გაფართოებას და გაუმჯობესებას რესურსებისა და შესაძლებლობების ამაღლების თვალსაზრისით.
4) რაც შეეხება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1990 წელს ძალაში შესული, ხოლო 1995 წლის 2 ოქტომბერს თურქეთის მხრიდან „ბავშვთა უფლებების„ კონვენციის მშობლიურ ენასთან დაკავშირებული სამი მუხლის გაუთვალისწინებლობას და მათ განხორციელებაზე უარის თქმას, მოხდეს მისი ხელახალი გადახედვა თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან.
ენობრივი უფლებები ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია!
გილოცავთ მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს!
Çevirenler: Maya Mchedlidze Uzal , Eka Zaseshvilli /Gürcü Kültür Merkezi / Gürcü Haber (RT)